კროტონეს თავდამსხმელი რასიზმის მსხვერპლი გახდა

"კროტონეს" თავდამსხმელი, სიმეონ ნვანკვო სერია ა-ს 28-ე ტურში "ბოლონიასთან" (2:3) გამართული მატჩის შემდეგ რასიზმის მსხვერპლი გახდა, წერს Football Italia.
ნიგერიელმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა სქრინშოთები, სადაც ჩანს, თუ როგორ აყენებს შეურაცხყოფას მიმოწერისას ერთ-ერთი გულშემატკივარი.
"მოდით, ეს ადამიანი ცნობილი გავხადოთ", - წერს ნვანკვო სოციალური ქსელის სთორისში.
მიმდინარე სეზონში ნვანკვომ სერია ა-ში 28 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.