კურტუა რეალის ესპანეთის სუპერთასიდან გავარდნას გამოეხმაურა
"რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში "ბილბაოსთან" (1:2) მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.
"იმედგაცრუებულები ვართ, ძალიან გვინდოდა გამარჯვება და ფინალში თამაში. ტიტულისთვის ბრძოლა გვსურდა, რომელიც გასულ წელს მოვიგეთ", - ციტირებს ბელგიელის სიტყვებს Infobae.
"ვფიქრობ, პირველი გოლი წარუმატებელი პასის შედეგი იყო, მეორე ბურთი კი თამაშგარე მდგომარეობის შემდეგ გავიდა. არა მგონია, ამ მარცხმა ჩვენზე გავლენა იქონიოს. თავი არ უნდა ჩავხაროთ და მუშაობა გავაგრძელოთ", - თქვა კურტუამ.
ესპანეთის სუპერთასის ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "ბილბაო" დაუპირისპირდებიან. მატჩი 17 იანვარს, სევილიაში გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 23:59 საათზე აიღებს.