"კვარა? მე საკუთარი ისტორიის დასაწერად მოვედი" - ნოა ლანგი

ნაპოლიმ პსვ ეინდჰოვენიდან ნოა ლანგი გაიფორმა. ის პოზიციით არის მარცხენა გარემარბი და იტალიელი გულშემატკივრები მასში ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელს ხედავენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი თავად ნიდერლანდელმა ვინგერმა გააკეთა.
"კვარაცხელია? ვიცი, როგორი ძლიერი ფეხბურთელი არის ის და ნაპოლისთვის რამდენიც გააკეთა, თუმცა მე საკუთარი ისტორიის დასაწერად მოვედი. მჯერა, როგორც "პარტენოპეის", ისე ჩემი შესაძლებლობებისაც. ძალიან გამიხარდება სკუდეტოს მოგება ახალ კლუბთან ერთად.
ერედივიზიონისა და იუპილერ პრო ლიგის ჩემპიონი საერთო ჯამში გავხდი ხუთჯერ, სერია ა-ს მოგება კი კიდევ ერთი ახდენილი ოცნება იქნება. დარწმუნებული ვარ, "აძურიში" ვითამაშეთ მაღალ დონეზე, რადგან საკუთარი შესაძლებლობები კარგად ვიცი," - ნოა ლანგი.

ნოა პსვ-ს ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა, მან გუნდის შემადგენლობაში 63 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემის მითვლაც
შეძლო.