"კვარაცხელია პრემიერ ლიგის 4 გუნდის სატრანსფერო სიაშია", - Championat.com-ი ხვიჩაზე წერს
გამოცემა Championat.com-მა სატრანსფერო თემატიკას ვრცელი სიახლე მიუძღვნა. სტატიაში საუბარია ყაზანის "რუბინის" ახალგაზრდა გარემარბზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეც.
"ვესტ ჰემ იუნაიტედი იარმოლენკოს და ფრედერიქსის გაშვებას გეგმავს. ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად აღნიშნული კლუბი სწორედ კვარაცხელიას განიხილავს.
ლონდონელების გარდა, მისი სამსახურით დაინტერესებულია ვულვერჰემპტონიც, რომელსაც ტოტენჰემში გადასასვლელად მომზადებული ტრაორეს შემცვლელი სჭირდება.
ხვიჩას პრემიერ ლიგაში ჰყავს კიდევ ორი მსურველი - ევერტონი და საუთჰემპტონი. ლივერპულელები მას განიხილავენ არა მთავარ, არამედ ერთ-ერთ ვარიანტად", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისურმა პრესამ ქართველი ვინგერის სახელი დაუკავშირა "ტოტენჰემსაც", თუმცა რეალურ წინადადებამდე საქმე ჯერჯერობით არ მისულა.