ავტორიზაცია

კვარაცხელიას კონკურენტი ეყოლება? — ნაპოლი ბარსელონას აღზრდილ შემტევს ყიდულობს

კვარაცხელიას კონკურენტი ეყოლება? — ნაპოლი ბარსელონას აღზრდილ შემტევს ყიდულობს
თარიღი 17 ივლ 2022, 21:54

"ნაპოლი" "უდინეზეს" თავდამსხმელის, ხერარდ დეულოფეუს შეძენასთან ახლოს არის, იტყობინება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

როგორც აღინიშნება, 28 წლის ესპანელი ფეხბურთელი ნეაპოლელებთან 2026 წლამდე გათვლილ კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი წლიური ხელფასი 2,5 მილიონი ევრო იქნება.

ივნისში გავრცელებული ინფორმაციით, "ნაპოლი" "უდინეზეს" 15 მილიონ ევროსა და დამატებით ბონუსებს სთავაზობს.

დეულოფეუ "ბარსელონას" აღზრდილია, იგი პოზიციით ცენტრფორვარდია, თუმცა შეტევის ორივე ფლანგზეც შეუძლია თამაში.

მოგეხსენებათ, "ნაპოლის" ქართველი ახალწვეული, ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა გარემარბია, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე ახალი კონკურენტი ეყოლება.

2021/22 წლების სეზონში დეულოფეუმ "უდინეზეს" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 35 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი პასიც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.