"კვარას კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან გვჭირდება" - სანიოლი მატჩის წინ

თურქეთთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გამართა.
"რა თქმა უნდა, მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა და საკმარისი არ იყო, თუმცა ეს ყველასთვის პრობლემაა და ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. გუშინდელმა ვარჯიშმა საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა და ფეხბურთელები მზად არიან.
ეს ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებული მატჩია, განსხვავებული შემადგენლობით, შესაბამისად ამ ციკლს ახალი შემართებით ვხვდებით.
ხვიჩა თავს ძალიან კარგად გრძნობს. ველოდებით, რომ ის ხვალ კარგ პერფორმანსს შემოგვთავაზებს, გუნდის ლიდერია და კვარას კარგ ფორმაში ყოფნა ძალიან გვჭირდება.
სექტემბრის თვე ყოველთვის რთულია, რადგან საკლუბო ფეხბურთი ახალი დაწყებულია და მოთამაშეები ფორმაში შესვლის პროცესში არიან, თუმცა ვფიქრობ, ხვალ ეს პრობლემა არ იქნება და ამ ორ მატჩში მაქსიმუმს გავაკეთებთ", - განაცხადა სანიოლმა.