ავტორიზაცია

კვარას მორიგი მიღწევა! - მსგავსი შედეგი ტოპ 5 ლიგაში მხოლოდ ორმა მოთამაშემ დააფიქსირა

კვარას მორიგი მიღწევა! - მსგავსი შედეგი ტოპ 5 ლიგაში მხოლოდ ორმა მოთამაშემ დააფიქსირა
თარიღი 27 მაი 2024, 01:19
იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონი დასრულდა. "ნაპოლიმ" ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

კლუბის ცუდი შედეგების მიუხედავად, ხვიჩა კვარაცხელიამ კარგი სეზონი ჩაატარა.

Sofscore-ს ცნობით, დასრულებულ სეზონში კვარას აქტივში 101 წარმატებული დრიბლინგია.

წყაროს ინფორმაციით, 23 წლის ქართველი გარემარბი ტოპ 5 ლიგაში მოჰამედ კუდუსის და სავიოს შემდეგ გახდა მესამე მოთამაშე, ვინც 100 ან მეტი დრიბლინგი განახორციელა.