ავტორიზაცია

კვარაცხელია და მიქაუტაძე ეროვნული ნაკრების ბომბარდირთა სიაში დაწინაურდნენ

კვარაცხელია და მიქაუტაძე ეროვნული ნაკრების ბომბარდირთა სიაში დაწინაურდნენ
თარიღი 08 Sep 2024, 01:18
ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხეთის ნაკრებს გაუტანა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა ცხრილში დაწინაურდა.

კვარაცხელიას ეროვნული ნაკრების მაისურით 17 გოლი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით თემურ ქეცბაიას გაუთანაბრდა — აღსანიშნავია, რომ ამისთვის მას მხოლოდ 35 მატჩი დასჭირდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთა ცხრილს კი 26 გატანილი გოლით შოთა არველაძე ლიდერობს, რომელმაც აღნიშნულ ნიშნულს 61 ჩატარებულ შეხვედრაში მიაღწია.

ჩეხეთის ნაკრებს გოლი გიორგი მიქაუტაძემაც გაუტანა და ერთი საფეხურით წინ წაიწია — 23 წლის ქართველ შემტევს უკვე 14 გოლი დაუგროვდა, მე-4 პოზიციაზე იმყოფება და მე-3 ადგილოსან ალექსანდრე იაშვილს მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირები:

1) შოთა არველაძე — 26 გოლი / 61 მატჩი

2) ხვიჩა კვარაცხელია — 17 გოლი / 35 მატჩი
2) თემურ ქეცბაია — 17 გოლი / 52 მატჩი

3) ალექსანდრე იაშვილი — 15 გოლი / 67 მატჩი

4) გიორგი მიქაუტაძე — 14 გოლი / 30 მატჩი

5) თორნიკე ოქრიაშვილი — 13 გოლი / 50 მატჩი
5) ვაკო ყაზაიშვილი — 13 გოლი / 62 მატჩი