"კვარაცხელია გამორჩეული ფეხბურთელია და ოქროს ბურთის მოგება შეუძლია" — იოვეტიჩი

გუშინ, ქუთაისის ტორპედო ომონიასთან 0-4 დამარცხდა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა. კვიპროსელების მხრიდან, დუბლი სტეფან იოვეტიჩმა გაიფორმა, რომელმაც მატჩის შემდეგ La Gazzetta Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
35 წლის მონტენეგროელმა შემტევმა ქართულ ფეხბურთზეც და ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშებს აქტიურად უყურებს და აღნიშნა, რომ მას მომავალში ოქროს ბურთის მოგებაც შეუძლია. შეგახსენებთ, რომ იოვეტიჩი სხვადასხვა დროს ფიორენტინას, მანჩესტერ სიტის, სევილაის და მონაკოს ღირსებას იცავდა.
"ბოლო პერიოდში, თქვენი ნაკრები ბრწყინვალედ თამაშობს, ბევრი კარგი ფეხბურთელი გყავთ. კვარაცხელია ფანტასტიური მოთამაშეა, იგივეს ვიტყოდი მამარდაშვილზე და სხვებზე. ქართული ფეხბურთი წინ მიდის. კვარაცხელია საოცარი ფეხბურთელია, მის თამაშებს ხშირად ვუყურებ. გასული სეზონი მისთვის წარმატებული იყო - მოიგო სერია ა, საფრანგეთის ლიგა 1 და ჩემპიონთა ლიგა. დღეს კვარა გამორჩეული მოთამაშეა. თუ ასე გააგრძელა და კიდევ მოუმატა, მომავალში ოქროს ბურთს მოიგებს" — სტეფან იოვეტიჩი.
სტეფან იოვეტმა სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა და ინტერვიუს სრული ვერსიის წაკითხვა La Gazzetta Georgia საიტზე არის შესაძლებელი.