ავტორიზაცია

კვარაცხელია ლუის ენრიკეს ესაუბრა — პსჟ ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს

კვარაცხელია ლუის ენრიკეს ესაუბრა — პსჟ ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
თარიღი 04 ივნ 2024, 15:22
პსჟ გუნდის ლიდერის, კილიან მბაპეს შემცვლელს აქტიურად ეძებს და მის პოზიციაზე მთავარ კანდიდატად ხვიჩა კვარაცხელიას განიხილავს.

ყველაზე ცნობილი ფრანგული გამოცემის, L'Équipe-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში გადასვლაზე თანახმაა და კლუბის მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს პირადად ესაუბრა, რომლისთვისაც ქართველი შემტევის დამატება პრიორიტეტია.

პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებსაც შეხვდა და კონტრაქტის დეტალები განიხილა, რომელიც 23 წლის ქართველი ფეხბურთელისთვის მისაღებია — თუ გუნდებს შორის შეთანხმება შედგა, ტრანსფერი დაიხურება.

ახლა მთავარი სიტყვა ნაპოლის პრეზიდენტზე, აურელიო დე ლაურენტისზეა, რომელსაც ამ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას შენარჩუნება სურს და მას ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს.