კვარაცხელიამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაიბრწყინა

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, პსჟ-მ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე გადაინაცვლა და მათი მიზანი ამ ტურნირის მოგებაცაა.
პარიზელებმა ჯგუფში 6 ქულა დააგროვეს, პირველ ადგილზე გავიდნენ და 1/8 ფინალში არიან, სადაც მათი მეტოქე ინტერ მაიამი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი ხვიჩა კვარაცხელიამ უმაღლეს დონეზე ჩაატარა და თავის გუნდში გამორჩეული იყო.
ატლეტიკოსთან მოგებულ 4:0 შეხვედრაში მან 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, 3 ბურთი ჩაჭრა, 42-დან 39 ზუსტი პასი გააკეთა და 8.0 შეფასება მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ პსჟ ბოტაფოგოსთან 1:0 დამარცხდა, ხვიჩა ამ მატჩშიც ბრწყინვალე იყო. - ერთი საკვანძო გადაცემა, 2 ჩაჭრა, 5-დან 4 წარმატებული დრიბლინგი, 15-დან 10 მოგებული დუელი და 7.8 შეფასება.
ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, პსჟ-მ სიეტლი 2:0 დაამარცხა, პირველი გოლი კვარაცხელიამ გაიტანა. ამასთან ერთად, ქართველმა ერთი საკვანძო გადაცემა გააკეთა, ბურთს 54-ჯერ შეეხო, მისი პასები 42-დან 37 ზუსტი გამოდგა - 7.8 შეფასება.