ავტორიზაცია

კვარაცხელიას გუნდის რთული მისია ინგლისში — ლივერპული V პსჟ

კვარაცხელიას გუნდის რთული მისია ინგლისში — ლივერპული V პსჟ
თარიღი 11 Mar 2025, 12:01
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართება და 4 კლუბი 1/4 ფინალის საგზურს გაიფორმებს.

განსაკუთრებულ ინტერესს ინგლისში, ენფილდზე გასამართი მატჩი იწვევს, სადაც პრემიერ ლიგის ლიდერი, ლივერპული ლიგა 1-ის ლიდერს, პსჟ-ს უმასპინძლებს.

გუნდების პირველი მატჩი 1 კვირის წინ პარიზში გაიმართა და სანახაობრივი გამოდგა — პარიზელების მუდმივი შეტევების მიუხედავად, იმ შეხვედრის ერთადერთი გოლი ლივერპულმა გაიტანა და ორმატჩიან დუელში უპირატესობა მოიპოვა.

ლივერპულის და პსჟ-ს დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე აიღებს სტარტს. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი საკადრო პრობლემების გარეშეა და მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით დაიწყებს.


დღევანდელი სათამაშო დღის განრიგი:

ბარსელონა V ბენფიკა (1:0) — 21:45
ლივერპული V პსჟ (1:0) — 23:55
ბაიერნი V ლევერკუზენი (3:0) — 23:55
ინტერი V ფეიენოორდი (2:0) — 23:55