კვერნაძის წარმატებული დებიუტი - მისი გუნდი 1/16 ფინალში გავიდა

იტალიის თასის 1/32 ფინალში გაიმართა საინტერესო დაპირისპირება "ფროსინონესა" და "პისას" შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მასპინძელი გუნდის ქართველი შემტევი გიორგი კვერნაძე სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა.
კვერნაძე საკმაოდ აქტიური იყო და ფაქტია, მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა - "ფროსინონემ" 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა.
შემდეგ მატჩს კი კვერნაძის "ფროსინონე" 19 აგვისტოს, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" წინააღმდეგ გამართავს.