კვიპროსელები ძალიან გაახარა - ლორია კვლავ ანორთოსისში რჩება!

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ ანორთოსისთან ხელშეკრულება გაახანგრძლივა.
ამის შესახებ ფამაგუსტელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ მხარეებს შორის ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
გიორგი ლორია ანორთოსისს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ თემურ ქეცბაიას გუნდის უცვლელი წევრია.
დღესდღეობით თემურ ქეცბაიას ანორთოსისში გიორგი ლორია ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია.