კვლავ დაუმარცხებელი! - ოლექსანდრ უსიკმა ტაისონ ფიურის რემატჩშიც მოუგო

ცოტა ხნის წინ ოლექსანდრ უსიკისა და ტაისონ ფიურის რემატჩი დასრულდა - უკრაინელმა მებრძოლმა ბრიტანელი მეტოქე მეორედაც დაამარცხა და მძიმე წონის ჩემპიონად რჩება.

ამ გამარჯვებას დედაჩემსა და ყველა უკრაინელ დედას ვუძღვნი.
მეტი შემიძლია. შემდეგი ბრძოლისთვის მზად ვარ. ახლა სახლში დავბრუნდები და დავისვენებ" - განაცხადა უსიკმა.

რიადში გამართული ბრძოლა საკმაოდ თანაბარი იყო, თუმცა უსიკმა ფიურის მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (116-112) მოუგო და ქამრები დაიცვა: უკრაინელი ლეგენდა კვლავ დაუმარცხებელია! - 23-დან 23 მოგება. ტაისონის ანგარიშზე 37 ბრძოლიდან მხოლოდ 2 წაგებაა, ორივე ოლექსანდრთან.

"მოვიგე, ეს კარგია, მადლობა ღმერთს. ვვარჯიშობ, ჩემი ცოლი და შვილები მეხმარებიან. ჩემს ბიჭებს ჯუდოს ქამრები აქვთ და მითხრეს: "მამა, შემდეგი შენ ხარ".
ის (ფიური) დიდებული მებრძოლი და ოპონენტია, ეს დაუვიწყარი 24 რაუნდი იყო. მადლობა მას.
ამ გამარჯვებას დედაჩემსა და ყველა უკრაინელ დედას ვუძღვნი.
მეტი შემიძლია. შემდეგი ბრძოლისთვის მზად ვარ. ახლა სახლში დავბრუნდები და დავისვენებ" - განაცხადა უსიკმა.

აღსანიშნავია, რომ დანიელ დუბუამ უსიკთან რევანშის სურვილი გამოთქვა და ის გამოიწვია, უკრაინელი ჩემპიონისგან კი დადებითი პასუხი მიიღო: "პრობლემა არაა, მზად ვარ."