ავტორიზაცია

კვლავ რუსეთის ჩემპიონატში - ლუკა გაგნიძის ახალი კლუბი ცნობილია

კვლავ რუსეთის ჩემპიონატში - ლუკა გაგნიძის ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 14 Feb 2025, 15:33
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე კარიერას "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს. 

როგორც გამოცემა Sport-Express-ი იტყობინება, მხარეები 21 წლის ქართველი ნახევარმცველის 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდე იჯარაზე შეთანხმდნენ. 

კონტრაქტში არ არის გათვალისწინებილი ფეხბურთელის ტრანსფერის გამოსყიდვის ვარიანტი. 

გაგნიძის მიმართ ინტერესს პირადად "კრილია სოვეტოვის" მწვრთნელი იგორ ოსინკინი იჩენდა. 

შეგახსენებთ, რომ ლუკა მოსკოვის "დინამოს" 2021 წლის ზაფხულში თბილისის "დინამოდან" შეუერთდა. 

გაგნიძემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.