ავტორიზაცია

ლა ლიგიდან გავარდნილი ეიბარის გოლკიპერი სევილიაში გადადის

ლა ლიგიდან გავარდნილი ეიბარის გოლკიპერი სევილიაში გადადის
თარიღი 28 May 2021, 22:10

"სევილია" "ეიბარის" გოლკიპერს, მარკო დმიტროვიჩს დაიმატებს, წერს Marca.

გავრცელებული ცნობით, სერბი უახლოეს პერიოდში სევილიაში ჩავა და კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

"ეიბარის" 29 წლის კიპერს მოქმედი ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს ეწურება, ამიტომაც ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

დმიტროვიჩმა ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშებაში, სადაც უკანასკნელი, მე-20 ადგილი დაიკავა და გავარდა, 35 მატჩი ჩაატარა, 49 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა.