"ლა ლიგის გუნდს ჩავიბარებდი" | ჩავი ერნანდესი

ბარსელონას ლეგენდამ, ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მზადაა, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს.
"მინდა, მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგა, ევრო და მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგო.
მზად ვარ, მუშაობა დავიწყო... ლა ლიგის გუნდს სიამოვნებით ჩავიბარებდი. მიმზიდველ პროექტს ვეძებ," — ჩავი ერნანდესი.
ჩავიმ ბარსა 2023/24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა და 1 წლით დასვენება გადაწყვიტა. ერნანდესმა ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორწელიწადნახევარი გაატარა და 2 ტიტული მოიგო (ლა ლიგა და ესპანეთის სუპერ თასი).
მანამდე, ჩავი ალ სადში მუშაობდა და კატარში დომინანტი გუნდი ჰყავდა.
მანამდე, ჩავი ალ სადში მუშაობდა და კატარში დომინანტი გუნდი ჰყავდა.