ლა ლიგის პრეზიდენტი ბარსელონას ფეხბურთელზე გაბრაზებულია
Relevo-ს ჟურნალისტის, სერხიო ფერნანდესის ინფრომაციით, ლა ლიგის პრეზიდენტი, ხავიერ ტებასი ფერმინ ლოპესზე გაბრაზებულია.
მიზეზი ისაა, რომ ბარსელონას ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, რომ ის ბარსა-ვალენსიას მატჩს პირატულ საიტზე უყურებდა.
ეს ლა ლიგის პრინციპებს აწინააღმდეგება და ახლა ტებასი აპირებს, რომ კატალონიურ გრანდს დაუკავშირდეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას კლუბისთვის სანქციის დაწესების უფლება არ აქვს.
ლა ლიგა "მეკობრეობის" წინააღმდეგ აქტიურად იბრძვის. ბოლო თვეებში, ტებასი განსაკუთრებით ცდილობს, რომ არალეგალური სტრიმები დაბლოკოს. შესაბამისად, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ფერმინის სტატუსის მქონე ადამიანმა მსგავსი რამ არ უნდა ჩაიდინოს.