ლა ლიგის პრეზიდენტმა მბაპესა და ჰოლანდის ტრანსფერების შანსები შეაფასა
ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა მომავალ ზაფხულს "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს ან "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის ესპანეთის ჩემპიონატში გადასვლის შესაძლებლობა შეაფასა.
"ჰოლანდის ან მბაპეს ლა ლიგის კლუბში გადასვლა რთული იქნება. მხოლოდ ერთ გუნდს შეუძლია მბაპეს შეძენა. ჰოლანდისთვის კი ერთი ან ორი კლუბი იბრძოლებს".
"მბაპეს "პსჟ"-სთან კონტრაქტის ვადა ერთ წელიწადში ეწურება. "რეალი" მოიცდის", - თქვა ტებასმა Marca-სთან საუბრისას.
ამ სეზონში ფრანგმა ლიგა 1-ში 23 შეხვედრა ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
რაც შეეხება "დორტმუნდის" ნორვეგიელ შემტევს, მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარი 17-ჯერ აიღო და 4 ასისტიც გააკეთა.