ავტორიზაცია

ლა ლიგის ვერსიით MVP! როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ შეხვედრაში?

ლა ლიგის ვერსიით MVP! როგორი შეფასება მიიღო მამარდაშვილმა დღევანდელ შეხვედრაში?
თარიღი 02 Sep 2023, 22:34
ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში "ალავესმა" საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობაში მორიგი მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც მატჩის სტარტზე საკუთარი დარღვევისთვის დანიშნული პენალტი მოიგერია. 

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ორჯერ მოიგერია პენალტი, რადგან პირველ შემთხვევაში "ვალენსიას" ფეხბურთელი ადრე შევიდა საჯარიმოში, რის გამოც მსაჯმა მოწინააღმდეგე გუნდს სტანდარტის ახლიდან შესრულების უფლება მისცა.

ასევე, მიუხედავად მარცხისა ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო მეკარედ სწორედ მამარდაშვილი დაასახელა.

Sofscore-მა კი ქართველი მეკარის თამაში 6.6 ბალით შეაფასა.