ლაციო ატალანტასა და კალიარის გოლკიპერებით ინტერესდება
"ატალანტას" გოლკიპერმა, პიერლუიჯი გოლინიმ კარიერა შეიძლება "ლაციოში" გააგრძელოს.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.
არსებული ცნობით, რომაული კლუბი 26 წლის იტალიელით ინტერესდება, რადგან მეკარის პოზიციის გაძლიერება უნდა.
აგრეთვე, "არწივები" "კალიარის" კარის დარაჯს, ალესიო კრანიოსაც აკვირდებიან.
მიმდინარე სეზონში გოლინიმ 30 მატჩი ჩაატარა და 28 გოლი გაუშვა.