ლაციომ თვალი სამპდორიას თავდამსხმელს დაადგა
"ლაციო" "სამპდორიას" თავდამსხმელ მიკელ დამსგორით ინტერესდებდა, წერს Calciomercato.
გავრცელებული ინფორმაციით, რომაელებს 21 წლის დანიელის გადაბირება იანვარშივე სურთ.
როგორც აღინიშნება, "სამპდორია" მზად არის თავის ფეხბურთელს 25 მილიონ ევროდ შეელიოს, მაგრამ "ლაციო" მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ფასის დაკლებას გეგმავს.
2021/22 წლების სეზონში დამსგორმა გენუელთა მაისურით 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია და ამჟამად ტრავმირებულია.