ლაიფციგმა სტრასბურის მცველის ტრანსფერი შეათანხმა
"ლაიფციგმა" "სტრასბურის" მცველის, მოჰამედ სიმაკანის ტრანსფერი შეათანხმა, იტყობინება Sky Germany.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის ფრანგის სანაცვლოდ გერმანული კლუბი 17 მილიონ ევროს გადაიხდის.
როგორც იწერება, ფეხბურთელი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ტრანსფერი კი ოფიციალურ უახლოეს დღეებში დადასტურდება.
2020/21 წლების სეზონში სიმაკანმა "სტრასბურის" რიგებში 19 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.