ლაიფციგი ბელგიის ნაკრების მოთამაშით გაძლიერდება
მადრიდის ატლეტიკოს ბელგიელი შუახაზელი არტურ ვერმერენი, რომელიც ზამთარში შეუერთდა მადრიდულ კლუბს, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდში, მან ადგილი ვერ მონახა და ფაქტობრივად სათამაშო დრო არ ჰქონია. ვერმერენმა მხოლოდ 5 თამაში ითამაშა და ძირითადად სულ სკამზე იჯდა და მისი წასვლა გუნდიდან გადაწყვეტილი ამბავია.
ბელგიელის დამატების მთავარი კანდიდატი გერმანული რედ ბულ ლაიფციგია. ''ხარებს'' ნახევარდაცვაში არტურის ნაირი მოთამაშე ძალიან წაადგებოდათ და თვითონ მოთამაშესაც სურს, ბუნდესლიგაში გადასვლა. ვერმირენით ასევე, ლევერკუზენი და მარსელი ინტერესდებიან, მაგრამ ლაიფციგი ყველაზე ახლოს არის მის დამატებასთან. საუბარია ბელგიელის იჯარით გადასვლაზე.