ლაკაზეტმა ლიონში დარჩენა გადაწყვიტა
"ლიონის" თავდამსხმელმა ალექსანდრ ლაკაზეტმა მის ამჟამინდელ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.
33 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით "ალ-ქადისიას" ინტერესდებოდა.
არსებული ინფორმაციით, საუდის კლუბმა ფრანგს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც მას დაახლოებით 30 მილიონი ევროს გამომუშავება შეეძლო.
L'Equipe-ის ცნობით, ფორვარდმა გადაწყვიტა უარი ეთქვა გულუხვ შეთავაზებაზე და "ლიონში" დარჩენილიყო.
გასულ სეზონში ლაკაზეტმა ლიგა 1-ში 29 მატჩში 19 გოლი გაიტანა. ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება.