ლამინ იამალი სკანდალში გაეხვა — ბარსელონას ფეხბურთელს სასამართლოში უჩივიან

ბარსელონას სუპერვარსკვლავი ლამინ იამალი, 18 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წვეულებაზე ჯუჯების დაქირავების გამო სამართლებრივი დევნის წინაშე დადგა. როგორც ესპანური მედია იუწყება, ესპანელმა ფეხბურთელმა დაბადების დღის წვეულებაზე ჯუჯები დაიქირავა, რაც კანონის დარღვევაა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ესპანეთის კონფედერაციის (COCEMFE) წევრმა ორგანიზაციამ, ADEE-მ, ეს ფაქტი მკაცრად დაგმო და ფეხბურთელს სასამართლოში უჩივლა.
ზემოხსენებული ორგანიზაციის განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, ისინი სამართლებრივ და სოციალურ ზომებს მიიღებენ იმ ქცევის წინააღმდეგ, რომელიც ლამინ იამალმა ჩაიდინა, რადგან ეს ყველაფერი ხელს უწყობს დისკრიმინაციას და ძირს უთხრის აქონდროპლაზიის, დისპლაზიისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის იმიჯსა და უფლებებს.
„მიუღებელია, რომ 21-ე საუკუნეში ჯუჯა ადამიანები კვლავ გამოიყენებოდნენ გასართობად კერძო წვეულებებზე. ეს მით უმეტეს მიუღებელია მაშინ, როცა ინციდენტში მონაწილეობს ისეთი საჯარო პირი, როგორიც არის ლამინ იამალი. ჩვენი საზოგადოების ღირსება და უფლებები, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეილახოს და არ უნდა იქცეს გართობის საშუალებად,“ - განაცხადაADEE-ს პრეზიდენტმა კაროლინა პუენტემ.