ლამინ იამალი: ვიმედოვნებ, მასწავლებელი არ გამიბრაზდება

ბარსელონას ახალგაზრდა ფეხბურთელი, ლამინ იამალი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია - ის ევროპის ჩემპიონატზე 16 წლის ასაკში ითამაშებს.
იამალი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს, რასთან დაკავშირებითაც თავად საუბრობს და აცხადებს, რომ სწავლას არ წყვეტს.
"საშინაო დავალება ევროზე წამოვიღე, რადგან ESO-ში ეს ჩემი მე-4 წელია. ონლაინ გაკვეთილები მაქვს და საქმეს კარგად ვაკეთებ. ვიმედოვნებ, მასწავლებელი არ გამიბრაზდება," - განაცხადა იამალმა Sport-თან საუბრისას.
ესპანეთის ნაკრები ევრო 2024-ზე პირველ მატჩს 15 ივნისს, ხორვატიის წინააღმდეგ გამართავს.