ლამინ იამალმა ყველაზე რთულ მეტოქედ რეალის ფეხბურთელი დაასახელა
კატალონიის ბარსელონას ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა ყველაზე რთული ოპონენტი დაასახელა, ვის წინააღმდეგაც უთამაშია.
"ყველაზე რთული მეტოქე? ვარჯიშებზე არაუხო, ხოლო როგორც ოპონენტი რეალის მარცხენა მცველი, ფერლან მენდი" — განაცხადა იამალმა.
მიმდინარე სეზონში ლამინ იამალმა ბარსელონას მაისური 21 შეხვედრაში მოირგო და 6 გოლთან ერთად 12 საგოლე გადაცემა გაიფორმა.