ლამინ იამალს გამოკვლევა ჩაუტარდა
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჩატარებულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ ლამინ იამალს მცირე დისკომფორტი აქვს.
17 წლის ფეხბურთელი ტრავმირებული არაა, მაგრამ ის ერთა ლიგის პირველ ტურში, სერბეთთან არ ითამაშებს და ბარსელონაში დაბრუნდება.
გუშინ, დანიასთან მოგებულ მატჩში (1-0), იამალმა, რომელსაც 10-ნომრიანი მაისური ეცვა, მოედანზე 90 წუთი გაატარა.