ლამპარდი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს გაწვრთნის

"ჩელსის" ყოფილი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს ჩაუდგება სათავეში.
აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის ამჟამინდელ თავკაცს, ეიდი ბუტროიდს ახალგაზრდულ ევრო 2021-ზე წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ გაათავისუფლებენ.
ინგლისელებმა ჯგუფური ეტაპის პირველი ორი მატჩი წააგეს და ფლეი ოფში გასვლის მინიმალური შანსები აქვთ.