ლას პალმასის პრეზიდენტმა გაამხილა, თუ რამდენი დაუჯდა ბარსელონას პედრის ტრანსფერი
"ლას პალმასის" პრეზიდენტმა, მიგელ ანხელ რამირესმა განაცხადა, რომ მისი კლუბი "ბარსელონასგან" ნახევარმცველ პედრის ტრანსფერისთვის 23 მილიონ ევრომდე მიიღებს, თუ გარიგების ყველა პუნქტი და ბონუს პირობა შესრულდება.
"პედრის გაყიდვის დღიდან დღემდე, "ბარსელონასგან" დაახლოებით 11 მილიონი მივიღეთ. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ, ამ თანხამ შეიძლება 22-23 მილიონს მიაღწიოს. აგრეთვე, შემდგომი გაყიდვით მიღებული თანხის 15% ჩვენ გვეკუთვნის".
"ბარსა" იყო კლუბი, რომელსაც ყველაზე მეტად სურდა პედრი. ესპანეთიდან იყო კიდევ ერთი კლუბი, რომელიც მეტ თანხას ჩამოდიოდა, მაგრამ ფეხბურთელისთვის და "ბარსელონასთვის" მიცემული სიტყვა შევასრულეთ".
"იდეალურ კლუბში გადავიდა და ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად თამაშობს", - ციტირებს "ლას პალმასის" პრეზიდენტის სიტყვებს Goal.com.
თავდაპირველად იწერებოდა, რომ პედრის სანაცვლოდ "ბარსელონა" 2019 წლის სექტემბერში 10 მილიონი ევრო გადაიხადა და ერთი სეზონით "ლას პალმასში" დატოვა.
მიმდინარე სეზონში 18 წლის ესპანელმა 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ორი გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
ასევე იხილეთ: