ავტორიზაცია

ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში იასპარეზებენ

ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში იასპარეზებენ
თარიღი 26 აპრ 2024, 16:43
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81კგ) მეოთხედფინალში იჭიდავებენ. ლაშა შავდათუაშვილმა 1/8 ფინალში ფინელ მეტოქეს იპონით სძლია, ხოლო გრიგალაშვილმა სერბი სოგენოვი დამატებით დროში დაამარცხა.

მათ გარდა დღეს ჩემპიონატზე ასპარეზობდნენ გიორგი ჩიხლაძე (73კგ), ეთერ ასკილაშვილი (63კგ), ნინო გულბანი (70კგ) და მარიამ ჭანტურაია (70კგ) . სამწუხაროდ ისინი ჩემპიონატს ადრეულად, მედლის, გარეშე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს, 25 აპრილს, ვაჟა მარგველაშვილმა ოქროს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.