ავტორიზაცია

ლაციომ მილინკოვიჩ-სავიჩის სატრანსფერო ფასი დააწესა

ლაციომ მილინკოვიჩ-სავიჩის სატრანსფერო ფასი დააწესა
თარიღი 27 მაი 2023, 02:15
"ლაციოს" ნახევარმცველმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბი შეცვალოს.

Sky Italia-ს ცნობით, კლუბი მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში 28 წლის ნახევარმცველი გაიშვას. 

წყაროს ცნობით, "ლაციოს" სურს ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-დან 35 მილიონ ევრომდე მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ მილინკოვიჩ-სავიჩსა და კლუბს შორის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

2022/23 სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ცხრა გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.