ავტორიზაცია

ლაციოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე იგორ ტუდორი დაინიშნება

ლაციოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე იგორ ტუდორი დაინიშნება
თარიღი 15 მარ 2024, 12:40
რამდენიმე დღის წინ, რომის ლაციო მაურისიო სარიმ დატოვა და დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობა ახალ მწვრთნელს უახლოეს დღეებში დანიშნავს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ლაციომ იგორ ტუდორთან შეთანხმებას მიაღწია, მხარეებმა დოკუმენტებიც გაცვალეს და ხორვატი სპეციალისტი კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ იგორ ტუდორს იტალიის სერია ა-ში მუშაობის გამოცდილება აქვს - 2021-22 წლებში ის ჰელას ვერონას მთავარი მწვრთნელი იყო.