ავტორიზაცია

ლაური მარკანენი ახლოს არის იუტას დატოვებასთან

ლაური მარკანენი ახლოს არის იუტას დატოვებასთან
თარიღი 02 ივლ 2024, 16:47
იუტა ჯაზის მძიმე ფორვარდი ლაური მარკანენი ახლოს არის, გუნდის დატოვებასთან. ფინელ კალათბურთელს უკვე დიდი ხანია სურს, უფრო ამბიციურ და ტიტულისათვის მებრძოლ გუნდში გადასვლა. იუტა სამომავლო გუნდს აწყობს, რომელიც შედეგს რამდენიმე წელიწადში დადებს. მარკანენი კი კარიერის საუკეთესო პერიოდს ატარაბეს და არაა გასაკვირი, რომ ახალი გუნდში გადასვლის სურვილი აქვს. ზამთარში ფინელის დამატება ოკლაჰომას სურდა, მაგრამ ეს გაცვლა არ შედგა, ახალა კი ''თანდერს'' ლაურის დამატება აღარ სჭირდება.

მაგრამ, რადარზე სხვა გუნდები გამოჩდნენ, პირველი მთავარი პრეტენდენტი გოლდენ სტეიტ ვორიორსია, სტივ კერის გუნდმა კლეი ტომპსნი დაკარგა, ასევე ვერ მოახერხა პოლ ჯორჯის გადმობირება და გუნდიდან კრის პოლი გაუშვა. ამიტომ ''მეომრებმა'' შესაძლოა საკმაოდ დიდი და იუტასათვის საინტერესო პაკეტი გაამზადონ, რომ შეძლონ მარკანენის გადაბირება. 

გოლდენ სტეიტს კონკურენციას, სან ანტონიო სპურსი გაუწევს. გრეგ პოპოვიჩის გუნდში დიდი ცვლილებებია, ტეხასურმა გუნდმა სწორედ კრის პოლი დაიმატა, ასევე მათ, ძალიან კარდი დრაფტი ჰქონდათ და არ უნდა დავივიწყოთ, რომ გუნდში დენის ვასელი და ვიქტორ ვენბანიამა არიან. პოპოვიჩს სურს, შემდეგი სეზონისთვის პლეიოფისთვის ბრძოლა ამისთვის კი გუნდის გაძლიერებაა საჭირო. მარკანენი კარგი ვარინატი იქნება სან ანტონიოსთვის. ძლიერი მექულე, რომელსაც საოცარი მაჯა აქვს და შეუძლია მეტოქე გუნდის დაცვის გაწელვა. ასევე ვენბანიამასთან კარგი დუეტის შექმნის ვარიანტი არსებობს და რაღა თქმა უნდა ''გენერალი'' კრის პოლი, რომელიც დაალაგებს, როგორც დაცვას ასევე შეტევასაც. 

ჩვენ მალე გავიგებთ თუ სად გააგრძელებს კარიერას ლაური მარკანენი, მისი იუტა ჯაზში დარჩენის შანსი საკმაოდ დაბალია. გოლდენ სტეიტის და სან ანტონიოს გარდა, ბაზარზე შეიძლება სხვა გუნდებიც გააქტიურდნენ.