ავტორიზაცია

ლაუტარო ინტერის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სამეულში შევიდა

ლაუტარო ინტერის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირების სამეულში შევიდა
თარიღი 10 Feb 2026, 14:08
მილანის ინტერის შემტევი, ლაუტარო მარტინესი გოლების გატანას აგრძელებს და იტალიის სერია ა-ს გასულ ტურში კლუბის საუკეთესო ბომბარდირების სამეულში შევიდა.

28 წლის არგენტინელისთვის სასუოლოს კარში გატანილი გოლი ნერაძურის მაისურით რიგით 287-ე აღმოჩნდა და აღნიშნული შედეგით რობერტო ბონინსიენას გაუთანაბრდა. კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კი 287 გოლით ლეგენდარული ჯუზეპე მეაცაა.

ინტერის ყველა დროის 5 საუკეთესო ბომბარდირი

1) ჯუზეპე მეაცა — 287 გოლი
2) ალესანდრო ალტობელი — 209 გოლი
3) ლაუტარო მარტინესი — 171 გოლი
3) რობერტო ბონინსიენა — 171 გოლი
5) სანდრო მაცოლა — 160 გოლი