ლაუტარო მარტინესი: "წაგებული ფინალების შემდეგ, მესის შიმშილის დაკმაყოფილებაში დავეხმარეთ"
"ინტერისა" და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინესმა "ალბისელესტეს" კაპიტან ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.
"მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ჩვენია, არგენტინელი. ლეო მაქსიმალურად ვარჯიშობს, ყველასათვის მაგალითია. ყველაფერ იმას აკეთებს, რასაც დანარჩენი ფეხბურთელები ვერ აკეთებენ. ამისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ და მისგან ვისწავლოთ".
"მესი კოპა ამერიკის მოგებით ძალიან გახარებულია, წაგებული ფინალების შემდეგ შიმშილის დაკმაყოფილებაში დავეხმარეთ. გაიმარჯვა და მის გამო ძალიან მიხარია", - ციტირებს მარტინესის სიტყვებს Ole.
მოგეხსენებათ, ლაუტარო და მესი არგენტინის ნაკრების რიგებში კოპა ამერიკის გამარჯვებულები გახდნენ. ფინალში არგენტინელებმა "მარაკანაზე" ბრაზილია ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.