ავტორიზაცია

"ლეაო თუ კვარაცხელია?" - ძაკარდომ საუკეთესო დაასახელა

"ლეაო თუ კვარაცხელია?" - ძაკარდომ საუკეთესო დაასახელა
თარიღი 02 მაი 2024, 12:23
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ Lagazzetta.ge-სთან ინტერვიუში ერთმანეთს რაფაელ ლეაო და ხვიჩა კვარაცხელია შეადარა.

მოგეხსენებათ, ძაკარდო კვარაცხელიას აგენტია და ქართველის ნაპოლიში გადასვლის პერიოდში, კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა.

"გარდა იმისა, რომ კვარას კარგი ტექნიკური თვისებები აქვს, შეუძლია საგოლე გადაცემის გაკეთება და გოლის გატანა, ამასთანავე, ის უბრალო ბიჭია და ამიტომ უყვართ ნეაპოლში. ყველა თამაშში ის დიდ ძალისხმევას დებს, რაც დასაფასებელია.

ლეაო ფიზიკურად უფრო ძლიერი ფეხბურთელია, კვარაცხელია უფრო ტექნიკური. ჩვენ მიერ ზემოთ ნალაპარაკებიდან გამომდინარე, უკვე იცით, ვის ავირჩევ ამ ორს შორის", - განაცხადა ძაკარდომ.