ავტორიზაცია

ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსში რჩება

ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსში რჩება
თარიღი 03 ივლ 2024, 17:19
ლოს ანჯელეს ლეიკერსმა და ლებრონ ჯეიმსა კონტაქტის დეტალები შეათანხმეს, ამ დრომდე იწერებოდა, რომ ლებრონი ლეიკერსთან სამ წლიან ხელშეკრულებას მოაწერდა ხელს. საბოლოოდ გუნდი და მოთამაშე ორ წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. მომდევნო ორი სეზონის მანძილზე ლებრონ ჯეიმსი 104 მილიონ დოლარს მიიღებს. დიდი ალბათობით ეს იქნება ''მეფეს'' უკანასკნელი ორი სეზონი. 

გუნდმა ლებრონის უფროსი შვილი, ბრონი ჯეიმსი აიყვანა დრაფტზე და კალათბურთის ისტორიაში, პირველ შემთხვევას ვიხილავთ, როდესაც მამაშვილი ერთად ითამაშებს. ლებრონი ოცდამეორე სეზონისთვის ემზადება 39 წლის ლეგენდა მზადაა, რომ კიდევ ერთხელ შეეჭიდოს საჩემპიონოს ბრძოლას და კიდევ ერთი ბეჭედი დაამატოს თავსი ტიტულებს. ჯეიმს ამ დროისთვის კარიერის მანძილზე 434.986.578 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული.