ავტორიზაცია

ლებრონ ჯეიმსი ლოს ანჯელეს ლეიკრეს დატოვებს ?

ლებრონ ჯეიმსი ლოს ანჯელეს ლეიკრეს დატოვებს ?
თარიღი 26 მაი 2024, 12:59
პრესაში გავცელდა ხმები, რომლის მიხედვითაც ლოს ანჯელეს " ლეიკერსის" სუპერ ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

ლებრონი "ლეიკერს" 2018 წელს შეუერთდა, რა დროშიც ერთი ჩემპიონობა მოიპოვა. ლებრონს მეტის მოგება სურს მხოლოდ და მხოლოდ ერთი სუპერ ფინალი ლეიკერსთან ერთად 6 სეზონის მაძილზე ეს ლებრონისთვის დიდი წარუმატებლობაა.

თან მეფეს ასაკიც გასათვალისწინებელია, შემდეგი სეზონის მიმდინარეობისას "მეფეს"  40 წელი შეუსრულდება და არაა შორს ის მომენტი როდესაც, ისტორიაში ერთ ერთი საუკეთესო მოთამაშე დაასრულებს სათამაშო კარიერას.
 
რა თქმა უნდა ჯეიმსის მთავარი მიზანი კიდევ ერთი ბეჭდის მოგებაა. აქტიურად იწერება, რომ ლებრონს დიდი სურვილი აქვს, თავის შვილთან ბრონისთან თამაშსი და შეიძლება, ლებრონ ჯეიმსი იმ კლუბში ვიხილოთ, რომელიც ბრონი ჯეიმს აირჩევს დრაფტზე.

ამ სეზონიში რეგულარულ ჩემპიონატში ლებრონ ჯეიმსა 71 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მისი სტატისტიკა კი ასე გამოიყურებოდა: 25.7 ქულა, 8.3 გადაცემა და 7.3 მოხდა. ასევე ლებრონ ჯეიმსი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე ისტორიაში, რომელიც All Nba Team - ში მოხვდა.