ავტორიზაცია

ლეგანესის მწვრთნელი: "რონალდუს და მესის დამატება მინდა, მაგრამ ისინი ტრანსფერზე არ არიან"

ლეგანესის მწვრთნელი: "რონალდუს და მესის დამატება მინდა, მაგრამ ისინი ტრანსფერზე არ არიან"
თარიღი 29 იან 2022, 23:10

ესპანეთის მეორე დივიზიონში მოთამაშე „ლეგანესის“ მწვრთნელმა, მეჰდი ნაფტიმ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გეგმებზე ისაუბრა.

„სასურველი ტრანსფერები? მესის და რონალდუს დამატებას ვისურვებდი, მაგრამ ისინი ტრანსფერზე არ არიან.

ჩემთვის იანვარი საშინელი თვეა (ორიგინალში უფრო უხეში სიტყვა იყო გამოყენებული - ავტ) და ამას ენაზე კბილის დაჭერის გარეშე ვამბობ.

ბევრი ხმაური, რომელიც ფეხბურთელების თამაშზე უაზროდ და არასაჭიროდ ისახება. მოუთმენლად ველი ამ თვის დასასრულს, რათა რაც შეიძლება მალე წავიდა საომრად იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც განკარგულებაში მყავს.

არ ვიცი, აქვს თუ არა სასურველი ტრანსფერები, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ჩვენ ახლა მხოლოდ მშიერი და მოწყურებული ფეხბურთელები გვჭირდება.“ - ციტირებს ნაფტის სიტყვებს Marca.