ავტორიზაცია

ლეგენდარულ რუუდ ვან ნისტელროის თავის გუნდში ბარსელონას ექს-ფეხბურთელის მიყვანა სურს

ლეგენდარულ რუუდ ვან ნისტელროის თავის გუნდში ბარსელონას ექს-ფეხბურთელის მიყვანა სურს
თარიღი 21 Jun 2022, 10:48

„პსვ-ს" მთავარ მწვრთნელს, რუუდ ვან ნისტელროის, რომელიც გუნდს სათავეში ახალი სეზონიდან ჩაუდგება, თავისთან „ბარსელონას" ექს-თავდამსხმელის მიყვანა სურს.

როგორც ესპანური გამოცემა AS იტყობინება, წარსულში ლეგენდარული თავდამსხმელი „სევილისა" თავდამსხმელის, ლუუკ დე იონგის დამატებით ინტერესდება.

31 წლის ფეხბურტელის ტრანსფერისთვის მთავარი დაბრკოლება „სევილიას" მიერ მოთხოვნილი თანხაა - ანდალუსიელები ნიდერლანდელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს ითხოვენ, რისი გადახდაც ეინდჰოვენს არ შეუძლიაა.

დე იონგი „პსვ-ში" 2014-2019 წლებში თამაშობდა და 204 ოფიციალურ მატჩში 112 გოლი და 56 საგოლე გადაცემა მიითვალა. გასულ სეზონში ჰოლანდიელი „ბარსელონაში" თამაშობდა იჯარით, რომლის მაისურითაც 29 მატჩში 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.