ავტორიზაცია

ლეგენდების მატჩი თბილისში — ბარსელონამ საქართველოს ნაკრები დაამარცხა

ლეგენდების მატჩი თბილისში — ბარსელონამ საქართველოს ნაკრები დაამარცხა
თარიღი 16 May 2025, 21:42
თბილისში, დინამო არენაზე ლეგენდების მატჩი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა ბარსელონას უმასპინძლა და 1-3 დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრის ანგარიში გიორგი ნავალოვსკიმ გახსნა, რასაც მალევე ხავიერ სავიოლამ უპასუხა და პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა.

მეორე ნახევარში ბარსელონას ვეტერანმა ფეხბურთელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს — სავიოლამ დუბლი გაიფორმა, ხოლო ერთი ბურთი სორიანოს ანგარიშზეა.