ავტორიზაცია

ლეონიდ სლუცკი ხვიჩაზე: "მას ბავშვივით უყვარს ფეხბურთი, ეს მის დისნეილენდს ჰგავს"

ლეონიდ სლუცკი ხვიჩაზე: "მას ბავშვივით უყვარს ფეხბურთი, ეს მის დისნეილენდს ჰგავს"
თარიღი 28 Sep 2022, 20:47
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში "ნაპოლის" 21 წლის თავდამსხმელის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"მას ბავშვივით უყვარს ფეხბურთი, ეს მის დისნეილენდს ჰგავს. ეს იყო დიდი სამუშაო, არა მხოლოდ ფეხბურთის მოედანზე, რადგან მას აქვს უდიდესი ნიჭი. მამამისს ვიცნობ, ძალიან განავითარა, დრიბლინგის, ინდივიდუალური თვისებების და სხვა მიმართულებებით. 

მაგრამ თუ ვსაუბრობთ ხასიათზე, სიტუაციებზე, რომლებშიც შეგიძლიათ მისი თვისებები მაქსიმალურად გამოიყენოთ, მაშინ ბევრი სამუშაო იყო გასაწევი. კვარას ძალიან მადლობელი ვარ, რადგან ძალიან კარგად ვურთიერთობდით, ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. ყოველ ვარჯიშზე ვუხსნიდი მას ყველაფერს კონტაქტებზე, ტრავმებზე, ტკივილზე, მოთმინებაზე, ხასიათზე, იმაზე, თუ როგორ გამოეყენებინა საუკეთესოდ თვისებები.

ახლა ის სამჯერ უფრო ძლიერია ამ მხრივ, ვიდრე მაშინ, როცა მუშაობა დავიწყეთ. რადგან მაშინ მისი დაცვითი უნარები ნულის ტოლი იყო. ახლა მას შეუძლია ზონის გამართვა, გადაადგილება, ზოგჯერ დარტყმების გაკეთება. რაც მთავარია, ახლა, მისი ყოველი გადაწყვეტილება სწორია. მისი ხაზები საკმაოდ ნათელია და ეს ხდება ყველა სიტუაციაში. ის კარგად ინახავს ბურთს და ახლა სულ სხვა დონეზეა, როგორც ფეხბურთელი. 

ყველა მატჩს ვუყურებ, ყოველი თამაშის შემდეგ ვსაუბრობთ - ტელეფონით ან მიმოწერით და ვცდილობთ გავაანალიზოთ ყველა სიტუაცია. რა თქმა უნდა, ლუჩიანო მისი მწვრთნელია, მაგრამ მე ვცდილობ დავეხმარო მას ჩემი მხრიდან“, - თქვა რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში.