ავტორიზაცია

"ლეოს სახით, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე დაგვიპირისპირდა", - ბილბაოს ფორვარდი

"ლეოს სახით, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე დაგვიპირისპირდა", - ბილბაოს ფორვარდი
თარიღი 07 იან 2021, 11:59
ბილბაოს "ატლეტიკის" თავდამსხმელმა, ინიაკი უილიამსმა, ლიონელ მესის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"მესის სახით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაგვიპირისპირდა. როდესაც ის თამაშობს მსგავს სტილში, ლეოს შეჩერება შეუძლებელი ხდება.

მისი ჯადოქრობა რომ არა, ბილბაო ბარსელონასთან შეხვედრაში მინიმუმ არ წააგებდა", - განაცხადა ესპანელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, ბასკების წინააღმდეგ გამართულ მატჩში არგენტინელმა შემტევმა თავის ანგარიშზე დუბლი გაიფორმა.