ავტორიზაცია

"ლესტერი ყოველთვის ჩემს გულში იქნება" | ჯეიმი ვარდი

"ლესტერი ყოველთვის ჩემს გულში იქნება" | ჯეიმი ვარდი
თარიღი 24 Apr 2025, 15:44
ლესტერ სიტის ფეხბურთელი, ჯეიმი ვარდი სეზონის ბოლოს ლესტერს დატოვებს.

ამასთან დაკავშირებით ინგლისელმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.

"მე ვგრძნობდი, რომ ეს დღე მოვიდოდა და საბოლოოდ ეს დღეც მოვიდა. მე ამ კლუბში 13 დაუვიწყარი წელი გავატარე, აქ ბევრ წარმატებასთან ერთად ბევრი დაღმასვლა განვიცადე და ვიზეიმე, მაგრამ უმეტესი წელი წარმატებული იყო.

ლესტერი ყოველთვის ჩემს გულში იქნება," - ჯეიმი ვარდი.

ვარდი "მელიების" ღირსებას 2012 წლიდან მოყოლებული იცავს, მან ამ დროის განმავლობაში 496 მატჩში, 198 გოლი და 69 საგოლე გადაცემა მიითვალა.