ლევანდოვსკი, მიულერი და კიდევ 4 ფეხბურთელი - ბუნდესლიგაში ოქტომბრის საუკეთესოს ნომინანტები დასახელდნენ
ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი, ვინც ბუნდესლიგის ოქტომბრის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებს.
ამ ჯილდოზე პრეტენზიას შემდეგი მოთამაშეები აცხადებენ:
„გლადბახის“ ნახევარმცველი იონას ჰოფმანი, „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, მისივე თანაგუნდელი, ნახევარმცველი თომას მიულერი, „მაინცის“ ფორვარდი კარიმ ონისივო და ასევე, „ლაიპციგის“ ორი წარმომადგენელი - კრისტოფერ ნკუნკუ და დომინიკ სობოსლაი.
ხმის მიცემის პროცესი გულშემატკივრებს შორის EA Sports-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობს.
გასულ თვეში ლევანდოვსკიმ მოედანზე 4 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 5 გოლი და 1 ასისტი მიითვალა, სხვა ფეხბურთელების სტატისტიკა კი ასეთია:
იოჰას ჰოფმანი: 4 მატჩი, 3 გოლი
თომას მიულერი: 4 მატჩი, 2 გოლი, 5 საგოლე
კრისტოფერ ნკუნკუ: 4 მატჩი, 2 გოლი, 1 საგოლე
კარიმ ონისოვო: 352 წუთი, 1 გოლი, 3 საგოლე
დომინიკ სობოსლაი: 3 მატჩი, 1 გოლი, 2 საგოლე.
2021 წლის სექტემბერში ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელად „ბაიერ ლევერკუზენის“ ნახევარმცველი ფლორიან ვირტცი დასახელდა.