ლევანდოვსკიმ ევრო 2024-ის მთავარი ფავორიტი დაასახელა
![ლევანდოვსკიმ ევრო 2024-ის მთავარი ფავორიტი დაასახელა](http://storage.goal.ge/uploads/posts/Li4FN3Vo1nexym04bj0S8HRbSguSc6tA.jpg)
პოლონეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ევრო 2024-ის მთავარი ფავორიტი დაასახელა.
"საფრანგეთის ნაკრები ტურნირის მთავარი ფავორიტია, მაგრამ ინგლისსა და პორტუგალიას ასევე აქვთ გამარჯვების კარგი შანსი", - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს RMC Sport.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება და ზუსტად ერთ თვეს გასტანს.