ლევანდოვსკიმ კოპა დელ რეიზე ბარსელონასთვის საიუბილეო და ისტორიული გოლი გაიტანა
მესამე დივიზიონის გუნდმა „სეუტამ" „ბარსელონას" კოპა დელ რეის მერვედფინალში ვერანაირი კონკურენცია ვერ გაუწია.
ხავის გუნდმა მეტოქე მარტივად 5:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც, როგორც დღეს გაირკვა, „სოსიედადს" შინ დაუპირისპირდება.
ამ შეხვედრაში გატანილი ხუთი გოლიდან მეორე „ბარსელონასთვის" ესპანეთის თასზე 1500-ე აღმოჩნდა.
ამ საიუბილეო გოლის ავტორი პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გახდა.
საინტერესოა, რომ თავისი პირველი გოლი ეროვნულ თასზე „ბარსამ" შორეულ 1909 წელს გაიტანა.